Halloween

ესეიგი, ჰალუვინი გვქონდა გადასარევი. მთელი ორი კვირა ვაანონსებდით ფბ-ზე რო ხალხი მოსულიყო ჩვენთან სახლში 31ში 8 საათისკენ.

დადგა 31, საღამოს 8 საათი და ყველანი გამოვეწყვეთ..დავსხედით სამზარეულოში და მივხვდით რო მარტო 5ნი ვართ … დავიწყეთ იმის წინასწარმეტყველება რო ძალიან მოსაწყენი ჰალუვინი გვექნებოდა და house party-ს ჯობდა გარეთ გასვლა და სხვაგან აღნიშვნა. კარზე ბავშვები გვიკაკუნებდნენ და ჩვენ ტკბილეულს ვაძლევდით. ერთი ‘პორცია’ ბავშვების მე გავისტუმრე და ისეთი ოვეციებით შემხვდნენ კარი რო გავაღე რო თავი queen Elisabeth მეგონა და კინაღამ ხელის ქნევა დავიწყე, მისალმების მიზნით :)) ..

ამასობაში, ჰოი საოცრებავ..სადღაც 9 საათისთვის სახლი გაივსო უცხო ხალხით. ნუ ჩვენთვის უცხო ხალხით, თორე ჩემი ჯგუფელის შეყვარებული ყველას მშვენივრად იცნობდა :))) იმან დაპატიჟა თავისი ‘სასტავი’ და 10 საათისთვის იმდენი ხალხი ვიყავით სახლში რო ზოგი ეზოში იდგა :))) ძალიან ბევრი დავლიეთ, ვილაპარაკეთ, აღარ მახსოვს რა თემებზე. ცუდათ არავინ გამხდარა, მადლობა ღმერთს, იმიტო რო მერე ისევ ჩვენი დასალაგებელი იქნებოდა სახლი….

სადღაც 2-3-4 საათისთვის ყველა წავიდა. და 3ნი დავრჩით მარტო დილის 8 საათამდე. ვილაპარაკეთ, მუსიკებს მოვუსმინეთ, დავლიეთ, მე ვიტირე რატო მშვიდობა არ არის ამ ქვეყანაზე თქო :)))) ძალიან სასაცილო იყო.

ყველაფერი დაწვრილებით აღარ მახსოვს მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა. 8ზე დავიძინე და 10ზე გავიღვიძე. მერე ისევ დავიძინე და მერე კიდე გავიღვიძე. მოკლედ, მთელი შაბათი, ასე ვიყავი. უსაქმურობაში და ძილში :))) ძლივს გამოვფხიზლდით. ზოგი მეორე დღესაც დასალევათ წავიდა, დაბ.დღეზე და ასე შემდეგ, მარა მე მაგდენი სადღა შემეძლო :)))) დავრჩი ჩემს ლოგინში თბილად ❤

IMG_2921

Advertisements

One thought on “Halloween

  1. მეც მშვენიერი დრო გავატარე ჰელოუვინზე ! მიყვარს ეს დღე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s