Turkey, Alanya

IMG_5558

 

თურქეთი, ალანია…ულამაზესი კლეოპატრას პლიაჟი…თავისუფლება…გადთობა…მეგობრები…მზე ყოველ დღე…სხვა რა უნდა ინატრო ადამიანმა დასასვენებლად.

2013 წლის ზაფხულის 6-7 დღე მეგობრებთან ერთად გავატარე ალანიაში. ნახევარი სასტუმრო ქართველები ვიყავით მგონი. მიუხედავად იმისა რო მგზავრობა იყო სასტიკად დამღლელი, იქ რო ჩავედით ყველაფერი წამებში გადაგვავიწყდა. არანაირი კომუნიკაცია საქართველოსთანო ვერ ვიტყვი იმიტო რო საღამოს ფბ-ზე შევდიოდით და ოჯახის წევრებს ვატყობინებდით მდგომარეობას. მაგრამ დანარჩენი დრო ფანტასტიურად გავატარეთ. სასტუმროს ქონდა კაი მოზრდილი აუზი, წყლიდან არ ამოვდიოდი მე პირადად. მიუხედავად იმისა რო ცურვა კარგად არ ვიცი. სულ მზე იყო, გამუდმებით. სუყველგან ზაგარს ვიღებდი, მიუხედავად იმისა რო არ ვწვებოდი ‘საზაგრაოდ’. რამდენჯერმე კანი ამძვდა სახეზე და ტანზე მაგრამ მეორე დღეს ისევ მემატებოდა ზაგარი. გავიცანით იქ დამსვენებლები, ნუ ძირითადად ბიჭებმა გაიცნეს გოგოები )) გემრიელი საჭმელები ქონდათ და განსაკუთრებით დესერტი იყო ‘ნერწყვის მომდენი’. შოკოლადის ნამცხვრები, ხილი, ყავა, ჩაი, გამაგრილებელი სასმელები. საღამოობით ეწყობოდა გასართობი პროგრამები, ვსვავდით, ვცეკვავდით, ვერთობოდით. ყველაფერი ძალიან კარგი იყო. ლამაზად დაგვამახსოვრდა ყველას. და მერე ისევ წამოვედით საქართველოში და დაიწყო ტვინის ბურღვები, პრობლემები, მუშაობა (ზოგისთვის). მაგრამ ყველაზე მაგარი დრო გავატარეთ და დაზაგრულები ჩამოვედით. მეტი იქ არც არაფრისთვის არ წავსულვართ. ასე რომ mission accomplished  !!

IMG_5578

IMG_9922

Advertisements

Halloween

ესეიგი, ჰალუვინი გვქონდა გადასარევი. მთელი ორი კვირა ვაანონსებდით ფბ-ზე რო ხალხი მოსულიყო ჩვენთან სახლში 31ში 8 საათისკენ.

დადგა 31, საღამოს 8 საათი და ყველანი გამოვეწყვეთ..დავსხედით სამზარეულოში და მივხვდით რო მარტო 5ნი ვართ … დავიწყეთ იმის წინასწარმეტყველება რო ძალიან მოსაწყენი ჰალუვინი გვექნებოდა და house party-ს ჯობდა გარეთ გასვლა და სხვაგან აღნიშვნა. კარზე ბავშვები გვიკაკუნებდნენ და ჩვენ ტკბილეულს ვაძლევდით. ერთი ‘პორცია’ ბავშვების მე გავისტუმრე და ისეთი ოვეციებით შემხვდნენ კარი რო გავაღე რო თავი queen Elisabeth მეგონა და კინაღამ ხელის ქნევა დავიწყე, მისალმების მიზნით :)) ..

ამასობაში, ჰოი საოცრებავ..სადღაც 9 საათისთვის სახლი გაივსო უცხო ხალხით. ნუ ჩვენთვის უცხო ხალხით, თორე ჩემი ჯგუფელის შეყვარებული ყველას მშვენივრად იცნობდა :))) იმან დაპატიჟა თავისი ‘სასტავი’ და 10 საათისთვის იმდენი ხალხი ვიყავით სახლში რო ზოგი ეზოში იდგა :))) ძალიან ბევრი დავლიეთ, ვილაპარაკეთ, აღარ მახსოვს რა თემებზე. ცუდათ არავინ გამხდარა, მადლობა ღმერთს, იმიტო რო მერე ისევ ჩვენი დასალაგებელი იქნებოდა სახლი….

სადღაც 2-3-4 საათისთვის ყველა წავიდა. და 3ნი დავრჩით მარტო დილის 8 საათამდე. ვილაპარაკეთ, მუსიკებს მოვუსმინეთ, დავლიეთ, მე ვიტირე რატო მშვიდობა არ არის ამ ქვეყანაზე თქო :)))) ძალიან სასაცილო იყო.

ყველაფერი დაწვრილებით აღარ მახსოვს მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა. 8ზე დავიძინე და 10ზე გავიღვიძე. მერე ისევ დავიძინე და მერე კიდე გავიღვიძე. მოკლედ, მთელი შაბათი, ასე ვიყავი. უსაქმურობაში და ძილში :))) ძლივს გამოვფხიზლდით. ზოგი მეორე დღესაც დასალევათ წავიდა, დაბ.დღეზე და ასე შემდეგ, მარა მე მაგდენი სადღა შემეძლო :)))) დავრჩი ჩემს ლოგინში თბილად ❤

IMG_2921